ახალი ამბები • 1732197116
შეიცვლებოდა თუ არა სურათი უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის მხრიდან მანდატებზე უარის თქმის შემთხვევაში | გაბაიძის კრიტიკა და ოპონენტების პასუხი
26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობას ოპოზიცია და მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ცნობს. ხელახალი არჩევნების მოთხოვნით დედაქალაქში ხალხმრავალი აქციები იმართება. პრეზიდენტმა კი სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. ბარიერგადალახული პარტიები პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში შესვლაზე უარსს აცხადებენ და სიების ჩახსნას აანონსებენ. რამდენიმე დღის წინ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში ოპოზიცია გააკრიტიკა. დავით გაბაიძემ დაწერა, რომ სიების ჩახსნის შესახებ განცხადებები ოპონენტების დემაგოგიური ტაქტიკის ნაწილია. მან ამის არგუმენტად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 43-ე მუხლი მოიყვანა და თქვა, რომ რეალურად საბჭოს წევრობის კანდიდატებს, სიების ჩახსნა განცხადების საფუძველზე მართლაც შეეძლოთ, რაც არ გააკეთეს. რა ინტერპრეტაციებს იძლევა რეალურად კანონი და შეცვლიდა თუ არა სურათს ოპოზიის წევრების მხრიდან დაწერილი განცხადებები? აღმოჩნდა, რომ - არ. აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის მხრიდან მანდატებზე უარის თქმის შემთხვევაშიც კი რეალობა არ შეიცვლებოდა და 2|3ს „ოცნება“ მაინც შეკრებდა - მაშინ, რა არგუმენტებით გააკრიტიკა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში ოპონტები და რა გამოხმაურება მოჰყვა ბრალდებას ადრესატებისგან?
1727447820