ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა პროტესტის ფონზე

მოუგვარებელი პრობლემებით დაღლილი ხელვაჩაურელები, რომლებსაც საკრებულოს სხდომაზე ერთ წელზე მეტია არ უშვებენ.  თორნიკე ქავთარაძე თანამოქალაქეეებთან ერთად ყოველ ჯერზე მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან უშედეგოდ მიდის. გამონაკლისი არც დღეს ყოფილა, ამიტომაც ხელმძღვანელი პირებისთვის ხმის მისაწვდენად განსხვავებულ ხერხს მიმართა.

ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა მოქალაქეების პროტესტის ფონზე გაიმართა. თორნიკე ქავთარაძე თანამოაზრეებთან ერთად, თითქმის  ერთ წელზე მეტია  სხდომებზე დასწრებას უშედეგოდ ითხოვს. ხელვაჩაურში მცხოვრებლებს ამის საშუალება  არ აძლევათ. გამონაკლისი არც დღეს იყო. სწორედ ამის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთარი მოთხოვნები ხმამაღლა გააჟღერეს.

თორნიკე ქავთარაძემ 112 - შიც დღესაც დარეკა და საპატრულო პოლიციის დახმარება ითხოვა, თუმცა სამართალდამცავები ადგილზე არ გამოჩენილან.

მოქალაქეების იქ შეკრების ერთადერთი მიზანი, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისთვის მათი პრობლემების შეხსენებაა. თუმცა, ამბობენ,რომ  მას შემდეგ რაც ხელვაჩაურის მერი, ზაზა დიასამიძე, კორუფციაში ამხილეს, ადმინისტრაციულ შენობაში აღარ უშვებენ.

ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე  დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი განიხილეს, მათ შორის ბიუჯეტი, ასევე სალიბაურში საცხოვრებელი კომპლექსის კონცეფციის დამტკიცების შესახებ განკარგულება.

ხელვაჩაურის საკრებულოში ბოლო სამუშაო დღე ჰქონდა მინდია დიასამიძეს, რომელიც „ქართული ოცნების“ დელეგატია უმაღლეს საბჭოში.

ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომას ბოიკოტის ნიშნად ოპოზიცია არც დღეს ესწრებოდა. 

მეტის ნახვა