როგორ აფასებენ ადგილობრივი პოლიტიკოსები ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტს ივანიშვილის, კალაძისა და კობახიძის სანქცირების მოთხოვნაზე

ლოგიკური და რეალურია ევროპარლამენტის იმ რეზოლუციის პროექტი, რომლის ავტორებიც ბიძინა ივანიშვილის, კახი კალაძისა და ირაკლი კობახიძის დასანქცირებას ითხოვენ - შეფასებას ადგილობრივ ოპოზიციაში კეთდება. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საერთაშორისო ზეწოლასთან ერთად ხალხის ერთსულოვნებაა საჭირო.  რეზოლუცია ევროპარლამენტში 25-28 ნოემბრის კვირაში უნდა განიხილონ. მასში წერია, რომ  ეს არჩევნები არ აკმაყოფილებდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტანდარტებს და  მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, სანქციები დააწესოს ქართველი პოლიტიკური ლიდერებისა და თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლასა და საარჩევნო პროცესის დარღვევაზე.  „ საბჭოს მოუწოდებს, განიხილოს პერსონალური სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძისა და თბილისის მერის, „ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის მიმართ, საქართველოს დემოკრატიის მკვეთრ გაუარესებაში მათი როლის გამო“- წერია დოკუმენტში. 

მეტის ნახვა