ახალი ამბები • 1751273063
ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა დასრულდა
საზოგადოება
1732286399

ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა დასრულდა. მთავარ ფინანსურ დოკუმენტს რუსთაველის, ძველი ბათუმის, ჯავახიშვილისა და ბაგრატიონის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობა გაეცნო. მოქალაქეებმა საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები დააფიქსირეს. პროექტის მიხედვით, ბათუმის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 492 მილიონ ლარს შეადგენს. ძირითადი პრიორიტეტები ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და სოციალური საკითხები, განათლება, ასევე კულტურული და სპორტული ღონისძიებებია. ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე უნდა დაამტკიცოს. ინფორმაცია ვიდეომასალასთან ერთად ბათუმის მერიის პრესსამსახურმა მოგვაწოდა.

გიორგი ვაშაძე დააკავეს
1750760310
მეტის ნახვა