მარტი-ივლისის პერიოდში საქართველოში ბინადრობის ნებართვა 1 598 რუსზე გაიცა - IDFI

რუსები საქართველოში

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" განცხადებით, 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაიცა რუსეთის 1,598 მოქალაქეზე, ხოლო უარი ეთქვა 434 მათგანს.

2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში სააგენტოში დაფიქსირებული 2 032 განაცხადიდან 594 მუდმივ ბინადრობაზე მოდის, ამავე პერიოდში დაკმაყოფილებული განცხადებებიდან კი მუდმივი ბინადრობის კატეგორია 32,6%-ს შეადგენს.

ორგანიზაციის ცნობით, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,  2022 წელს რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში ბინადრობის უფლების მისაღებად მიმართვიანობა 54%-ით, ხოლო დაკმაყოფილების მაჩვენებელი 25%-ით გაიზარდა.

IDFI წერს, რომ  2022 წლის მარტი-ივლისი პერიოდში, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით  1321-ით (+185%) მეტმა რუსეთის მოქალაქემ მიმართა სააგენტოს ბინადრობის ნებართვის მისაღებად, დაკმაყოფილებულმა განცხადებებმა, 2019 წელთან შედარებით 972-ით მეტი (+155%), 1598 შეადგინა.

"ყველაზე დიდი ზრდა გასულ წელთან შედარებით შრომის ნებართვისა (+173) და მოკლევადიანი ბინადრობის (+157) კატეგორიებში დაფიქსირდა", - წერს ორგანიზაცია.

ცნობისთვის, 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტის მიერ "ნაწილობრივი მობილიზაციის" გამოცხადების შემდეგ საქართველოს საზღვარზე კილომეტრიანი რიგებია. რუსები ცდილობენ ომში წასვლას სხვადასხვა ქვეყანაში გაექცნენ.

მეტის ნახვა