"ოცნების" ლიდერები ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში, ალექსანდერ ვინიკოვს შეხვდნენ

შეხვედრა

"ქართული ოცნების" ადგილობრივი ლიდერები ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში ალექსანდერ ვინიკოვს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება და თანამშრომლობა ღრმავდება. მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ალექსანდერ ვინიკოვს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია, ნატო-ს გემების რეგულარული ვიზიტები საქართველოს შავი ზღვის პორტებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის.

შეხვედრას ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე ესწრებოდნენ.

მეტის ნახვა