ახალი ამბები • 1751012220
ქართველი და უკრაინელი კოლეგების შეხვედრები ნატოში - ალიანსი პარტნიორ ქვეყნებს უმასპინძლებს
პოლიტიკა
1645079493

დღეს, თბილისის დროით 12:00 საათზე ნატოს თავდაცვის მინისტრები ქართველ და უკრაინელ კოლეგებს შეხვდებიან. ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის თავდაცვის მინისტები უკრაინელ და ქართველ კოლეგებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას.
“შევხვდებით ჩვენს უკრაინელ და ქართველ კოლეგებს და ეს იქნება პლატფორმა, რომ განვიხილოთ ევროპაში ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობა,“- აღნიშნა სტოლტენბერგმა.

გიორგი ვაშაძე დააკავეს
1750760310
მეტის ნახვა