ქობულეთის მერიაში დეპუტატები არ შეუშვეს

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება ქობულეთის მერიის შენობაში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე შესვლა სურდათ, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა და შენობის დაცვის სამსახურმა არ მისცა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს შეკითხვები დავით მჭედლიშვილთან ჰქონდა. ბონდო თედორაძის თქმით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, „როგორ მოიპოვა მილიონები“.

ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ მათ აინტერესებთ, რას ფიქრობს მჭედლიშვილი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით. მათ, საკრებულოს შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ადგილზე მიიტანეს პლაკატები, წარწერით „თავისუფლება მიშას!“.

მეტის ნახვა