ახალი ამბები • 1732172899
რა თქვეს ევროპარლამენტარებმა საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე არაერთი კრიტიკული განცხადება გაკეთდა. გაეცანით განცხადებებს:
"2020 წლის არჩევნების შემდეგ, საქართველო ავტორიტარული რეჟიმისკენ მიიწევს... დროა, გამოვიტანოთ დასკვნები - მოგიწოდებთ, გავყინოთ დახმარებები და შევაჩეროთ უვიზო რეჟიმი", - ამის შესახებ პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერმა, ევროპარლამენტარმა, მალგოჟატა გოშევსკამ ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა
"ქართველი ხალხი ერთ-ერთი ყველაზე პროევროპელია... ამომრჩეველს არ მიეცა შესაძლებლობა, თავისუფლად გამოეხატა აზრი არჩევნებზე", - თქვა ჯორჯო გორიმ ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ქართველი ხალხი ქუჩაშია და მოპარულ არჩევნებს აპროტესტებს - ჩვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ ჩვენი სისუსტე საქართველოს რუსეთისკენ სვლის მიზეზი არ გახდეს", - ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო
"მე პირადად ვნახე ბიულეტენების ჩაყრა, ფარულობის არარსებობა და დაშინება... ჩვენ უნდა დავუწესოთ სანქციები ყველას, ვინც პასუხისმგებელია ამაზე", განაცხადა ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ქართველებს აქვთ უფლება, გახდნენ EU-ს მოქალაქეები, მაგრამ მთავრობამ უნდა გააკეთოს მეტი - ის უნდა გახდეს გეოპოლიტიკური აქტორი, რომელიც ჩვენს სტანდარტებს აკმაყოფილებს", - ევროპარლამენტარი, მარკოს როს სემბიერი
"26 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვისა და დაშინების ფაქტები... ეს შედეგები არ შეიძლება იყოს ლეგიტიმური, უნდა მოვითხოვოთ ყველა დარღვევის გამოძიება", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკოს დაინიუს ჟალიმასმა ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ქართული ოცნება" ამბობს, რომ ევროპული ძალაა, მაგრამ ის რუსეთის მეთოდებს იმეორებს... ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ქართველ ხალხს", - თქვა დავორ ივო სტიერიმა ევროპარლამენტში
"ქართულ ოცნებას" არჩევნები არ მოუგია... ჩვენ უნდა გადავაფასოთ, იმსახურებს თუ არა საქართველო უვიზო რეჟიმს", - ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე
"ვხედავთ, რომ მმართველი პარტია რუსეთისკენ მიიწევს... თუ ისინი არ შეცვლიან კურსს, საქართველო ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში", - ევროპარლამენტარი რეინოლდ ლოპატკა
"საქართველოში დემოკრატიული ღირებულებები დაკარგულია... ჩვენ ისევ უნდა დავაწესოთ სავიზო რეჟიმი", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ჟური რატასმა ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ეს არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს იმ ქვეყნისა, რომელსაც აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი", - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მარგარიტის შინასმა ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლის დროს, საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
1731685299
1727447820