ახალი ამბები • 1733750807
რამდენად მნიშვნელოვანია ახლა ქუჩის პროტესტი | ადგილობრივი პოლიტიკოსების შეფასებები
26 ოქტომბრის კენჭისყრის შედეგების გასაპროტესტებლად ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა. მათ რუსთაველზე შეკრებისთვის 3-მა ოპოზიციურმა გაერთიანებამ მოუწოდა. მომდევნო სიუჟეტიდან გაიგებთ რას ელოდებიან უახლოეს მომავალში ხელისუფლების ოპონენტები და რატომ მიაჩნიათ ქუჩა ახლა ბრძოლის მთავარ მექანიზმად?
„ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ მოპარული არჩევნები ოცნების ხელისუფლებას არ უნდა შერჩეს, სწორედ ამიტომაც ქუჩის პროტესტს გია აბულაძე აუცილებლად მიიჩნევს. მისივე თქმით, მმართველ გუნდს დათმობაზე წასვლას მოუწევს.
პროცესების პროგნოზირება უჭირთ კოალიციაში „ცვლილებისთვის“. თემურ გორგაძე ამბობს, რომ გადამწყვეტ ბრძოლაში ხალხმა არჩევანი ევროპაზე უნდა გააკეთოს, ხოლო ქუჩის პროტესტით დისკომფორტი რუსეთს უნდა შეუქმნას.
კოალიცია „ძლიერ საქართველოში“ ქართველი ხალხის გამარჯვებას პროგნოზირებენ. გენო თებიძე ამბობს, რომ ბრძოლის შედეგი სახეზე მალე იქნება და ქართულ ოცნებას ხელახალი არჩევნების ჩატარება მოუწევს. თებიძის თქმითვე, პროცესებში ქუჩას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
პროტესტს უერთდება „გახარია საქართველოსთვის“. აკაკი გვიანიძის თქმით, მშვიდობიანი აქციები ხელისუფლების იძულების ერთ-ერთი მექანიზმია. მისივე პროგნოზით, ბრძოლა ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება.
26 ოქტომბრის არჩევნებს მოსახლეობის დიდი ნაწილი ხმების მოპარვად აფასებს, ხოლო მისი შედეგების ბათილობას ფარულობის პრინციპის დარღვევის მოტივით საია ითხოვს.
1728455482
1727447820