“შენი ხმა ევროკავშირს” - თბილისში, მსვლელობა იმართება

მსვლელობა

ფოტო: ელისო ჯარიაშვილი

“შენი ხმა ევროკავშირს” - ამ წუთებში, თბილისში, მსვლელობა იმართება, რომელიც რესპუბლიკის მოედნიდან ზუსტად 14 საათზე დაიწყო. მონაწილეები ევროპის მოედნისკენ გაემართნენ და ევროკავშირის დროშა გაშალენ.

სპეციალურად დღევანდელი დღისთვის თბილისში ევროკავშირის რეკორდული სიდიდის დროშა შეკერეს. დროშისთვის საჭირო ვარსკვლავები საქართველოს რეგიონებში დამზადდა, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთშიც.

შეგახსენებთ, 6 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ მარშს შეუერთდებოდა. მისი თქმით, მაშინ, როცა საქართველო რამდენიმე დღეში გადამწყვეტ გზავნილს ელოდება, გაერთიანება მნიშვნელოვანია.

8 ნოემბერს, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. დეკემბერში, სამიტზე გახდება ცნობილი, მიენიჭება თუ არა საქართველოს ოფიციალურად კანდიდატის სტატუსი.

მეტის ნახვა