ახალი ამბები • 1751633470
თორნიკე რიჟვაძე უძრავი ქონების მსოფლიო კონგრესმა დააჯილდოვა
პოლიტიკა
1686218099
თორნიკე რიჟვაძე, უძრავი ქონების მსოფლიო კონგრესმა დააჯილდოვა. ინფრასტრუქტურისა და უძრავი ქონების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, უმაღლესი ჯილდო აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, მაიამიში, პრეზიდენტმა სუზან გრინფილდმა გადასცა.
კონგრესზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, აჭარის საინვესტიციო და ტურისტულ შესაძლებლობებზე ისაუბრა. დღეს, გამოვლინდება ინფრასტრუქტურის საერთაშორისო ჯილდოს გამარჯვებული პროექტებიც, რომელზეც ბათუმის სტადიონია წარდგენილი.
მასშტაბურ კონგრესში, მსოფლიოს ათასობით წარმატებული კომპანია და 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. უძრავი ქონების 73-ე მსოფლიო კონგრესი ხვალ სრულდება.

გივი თარგამაძე დააკავეს
1751012220

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა