ახალი ამბები • 1751633470
დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო
რელიგია
1681720349

დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო. აღდგომის შემდეგი კვირა მსგეფსია და მორწმუნეებს ყველანაირი საკვების მიღება შეუძლიათ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს საფლავთა კურთხევას აღნიშნავს. ამ დღეს მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. თან პასქა და წითელი კვერცხები მიაქვთ. ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ.
აღდგომის დღესასწაულზე მორწმუნეებისთვის 48-დღიანი მარხვა დასრულდა.

გივი თარგამაძე დააკავეს
1751012220

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა