ახალი ამბები • 1679381740
მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს
რელიგია
1670914325

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, მოციქულ ანდრია პირველწოდებულს იხსენიებს.
ქრისტიანული სწავლების თანახმად, წმინდა მოციქულს უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ის პირველი დაემოწაფა უფალს და ამიტომაც ეწოდა მას პირველწოდებული.
ანდრია პირველწოდებული საქართველოში განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს, რადგან მოციქული ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელი და გამავრცელებელია.
წმინდა ანდრიას ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს კი მისი გარდაცვალება.
12 მაისი საქართველოში უქმე დღედ არის გამოცხადებული.

ხანძარი ბათუმის ბულვარში
1678945638

ძალადობრივმა დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ...
1678791148

ცივი იარაღით სამი ადამიანი დაჭრეს
1677745241

იუსტიციის სახლი გაქურდეს
1676454928
მეტის ნახვა