ახალი ამბები • 1751633470
მუსლიმური სამყარო რამადან ბაირამს ზეიმობს
რელიგია
1682057328
მუსლიმური სამყარო რამადან ბაირამს ზეიმობს. დღესასწაული, ტრადიციულად, წელიწადში ერთხელ, რამადანის ერთთვიანი მძიმე მარხვის შემდეგ აღინიშნება. სადღესასწაულო ლოცვა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში ქართველმა მუსლიმებმა აღავლინეს.
მარხვის პერიოდში ერთი თვის განმავლობაში მორწმუნეები მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე უარს ამბობენ ყოველგვარი საკვებისა და სასმლის მიღებაზე, ბაირამის დღეს კი, ისინი ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან, გასცემენ მოწყალებას და მოინახულებენ წინაპართა საფლავებს.
ქართველ მუსლიმებს დღესასწაული ბათუმის მეჩეთში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს.

გივი თარგამაძე დააკავეს
1751012220

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა