ახალი ამბები • 1751633470
"ირბინე შენი ქალაქისთვის" - ხვალ, ბათუმში მარათონი გაიმართება
სპორტი
1708704149
„ირბინე შენი ქალაქისთვის“ – მარათონი ამ სახელწოდებით, ხვალ, 24 თებერვალს ბათუმში გაიმართება. ღონისძიება რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ორი წლის თავს მიეძღვნება. თარიღთან დაკავშირებით ორგანიზაცია „ბათუმი უკრაინისთვის“ მოხალისეები 10 საათსა და 45 წუთზე ბულვარში, ტარას შევჩენკოს მემორიალთან შეიკრიბებიან და მარათონს მოაწყობენ.
ასევე დაგეგმილია ავტო-მოტო გარბენი ბათუმის ქუჩებში. უნდა გაიმართოს ამხანაგური, საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩი უკრაინისა და საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრებებს შორის.
მატჩის პარალელურად, ჩატარდება აუქციონი, წარდგენილი იქნება ბათუმისა და კიევის დინამოს ფეხბურთელების მიერ გადმოცემული ექსკლუზიური ლოტები.

გივი თარგამაძე დააკავეს
1751012220

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა