UEFA-მ ევრო2024 შეაჯამა- საქართველოს ნაკრები სამ ნომინაციაშია დასახელებული

ნაკრები

ევრო 2024 ესპანეთის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. UEFA-ს ვებ-გვერდმა ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები სამ ნომინაციაშია დასახელებული.

ნომინაციები:

ფინალური ეტაპის დებიუტანტი: საქართველო (1/8-ფინალისტი)

ყველაზე მეტი სეივი: გიორგი მამარდაშვილი (საქართველო), 29

საუკეთესო ბომბარდირები: გიორგი მიქაუტაძე (საქართველო), კოდი გაკპო (ჰოლანდია), ჰარი კეინი (ინგლისი), ჯამალ მუსიალა (გერმანია), დანი ოლმო (ესპანეთი), ივან შრანცი (სლოვაკეთი) – 3.

აღსანიშნავია, რომ გიორგი მიქაუტაძეს 3 გოლის გასატანად ყველაზე ნაკლები დრო დასჭირდა და ეს ყველაფერი მან მხოლოდ ჯგუფურ ეტაპზე მოახერხა.

მეტის ნახვა