ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

მიშა

ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 4,5 წელი მიუსაჯა. 12 მარტის განაჩენზე, ე.წ. პიჯაკების საქმეზე, მესამე პრეზიდენტს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, შესაბამისად, შეკრებითობის პრინციპით, მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ მიხეილ სააკაშვილს ჯამში 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მიხეილ სააკაშვილს დღეს სასამართლო პროცესზე დასწრება და საბოლოო სიტყვის წარმოთქმის სურვილი ჰქონდა, თუმცა მას უარი უთხრეს. სააკაშვილი პროცესს არც კლინიკა "ვივა მედიდან" ჩაერთო.

მესამე პრეზიდენტი საქართველოში 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს დაბრუნდა. მის წინააღმდეგ  პროკურატურამ გამოძიება სსკ-ის  344-ე მუხლით დაიწყო, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს.

მეტის ნახვა