ახალი ამბები • 1742987811
"რუსული კანონებით ცხოვრებას და საქმიანობას არ ვაპირებთ" | არასამთავრობოები და მედიაორგანიზაციები

102 არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია ამბობს, რომ არ აპირებენ რუსული კანონებით ცხოვრებას და საქმიანობას. საკითხთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება უკვე გავრცელდა.
"ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტის თითოეული აქტი, რომელიც ხალხის თავისუფლებას ზღუდავს, ანტიქართული და ანტიკონსტიტუციურია. ვერაღსრულებული რუსული კანონის გამკაცრება, რათა მოქალაქეები სისხლისსამართლებრივი დევნით დააშინონ, ასევე ანტიქართული და ანტიკონსტიტუციურია.
ჩვენ ჯერ კიდევ 2023 წელს ვაცხადებდით, რომ რუსული კანონის მიღების შემდეგ იგი პერიოდულად გამკაცრდებოდა, შეეხებოდა ყველა მოქალაქეს და მნიშვნელოვნად შეზღუდავდა მათ უფლებებს - ისევე, როგორც ეს რუსეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებში მოხდა. ამ კანონის ინიცირება და მიღება ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას და საქართველოს კონსტიტუციის ღალატს ნიშნავდა, რაც ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებითაც დაადასტურა.
ივანიშვილის ხელისუფლება ირწმუნება, რომ აშშ-ში 1938 წელს მიღებული “ფარა”-ს პირდაპირ თარგმანს აინიცირებს. აშშ-ში მოქმედი “ფარა” დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგაზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს.
ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს თავისუფლების ნებისმიერი გამოვლინების ჩახშობას. 50-ზე მეტი ადამიანის პოლიტიკური ნიშნით დაკავების, დარბევების, რეპრესიების შემდეგ, მათ სურთ დაუცველი დატოვონ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები, შეუწყდეთ დაფინანსება მეცნიერებს, ახალგაზრდებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, არ ისმოდეს რეგიონების, მუშების, დევნილი და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლი ადამიანების ხმა.
უკვე მესამე წელია, ქართული სამოქალაქო საზოგადოება ივანიშვილს მკაფიოდ ვეუბნებით, რომ რუსული კანონებით ცხოვრებას და საქმიანობას არ ვაპირებთ. რუსული კანონი, მისი არც ერთი ფორმით, არასოდეს იქნება საქართველოს არჩევანი.
შესაბამისად, ხელმომწერი ქართული დამოუკიდებელი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციისა და საკუთარი მისიის ერთგული - ვემსახურებით ქართველ ხალხს", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის ცენტრიადამიანის უფლებათა ცენტრიალტერნატივა ჯორჯიაასოციაცია “სოციალური ქოლგა”ასოციაცია “ქალები რეგიონების განვითარებისათვის “ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვისახალი ამბების სააგენტო ექსპრესნიუსიბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის საქართველოს ასოციაციაბათუმელებიგანათლების პოლიტიკის, დაგეგმვის და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტიგარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია ეკოგორელ ფოტოგრაფთა კლუბიგორის სათემო რადიო მოზაიკადაქალიდემოკრატ მესხთა კავშირიდემოკრატია მოქმედებაშიდემოკრატიის ინსტიტუტიდემოკრატიის კვლევის ცენტრიდემოკრატიის მცველებიევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრითავისუფალ ჟურნალისტთა სახლითანამშრომლობა რეგიონის მდგრადი განვითარებისთვისთანასწორობის მოძრაობათბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (Human Rights House Tbilisi)თემი ქედელიინტერნიუსი - საქართველოინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიკანონის უზენაესობის ცენტრიკახეთის რეგიონული განვითარების ფონდი (Kakheti Regional Development Foundation)კინოხელოვნების ცენტრი პრომეთელომეკიმარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოებამედიაომბუდსმენიმედიის განვითარების ფონდიმთის თემინეოგენინეტგაზეთიოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრიოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ - FADპარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვისპრევენცია პროგრესისთვისპროაქტივ ჯგუფი საქართველოპროექტი 64პროფესიო - პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრიპუბლიკარეალური ხალხი, რეალური ხედვარიქდოგისაერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი თაობათა დიალოგისამოქალაქო იდეასამოქალაქო კავშირისამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვისსამოქალაქო საზოგადოების ფონდისამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრისაორსასაფარისაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასაქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირისაქართველოს ევროპული ორბიტასაქართველოს მომავლის აკადემიასაქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასაქართველოს რეგიონული გაძლიერების ფონდი (Sakartvelo Regional Empowerment Foundation)საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASSსაქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)საქართველოს სასამართლოს გუშაგისაქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ნდობასაქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოებასილიდარობის მოძრაობასოციალური სამართლიანობის ცენტრისოციოლოგიური ცენტრი "BCG-Research"ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)უფლებები საქართველოფემინაფენიქსი 2009ქალები საქართველოდანქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფიქალთა ფონდი საქართველოშიქალი და განვითარებაქართული მედია ჯგუფი (GMG)ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია "ქალი და სამყარო"ყვარლის ევროკლუბიშშმ ქალთა ალიანსიჩემი ხარაგაულიციხის საერთაშორისო რეფორმაძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელიწამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი -GCRTწერტილიმწვანე ალტერნატივაჯემნიუსიჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვისCaucasus DialogueCENNEECMDGrlzwaveNEO TVOC MediaTbilisi PrideWECF GeorgiaWest Vector Productionდემოკრატიული ინიციტივადოკუმენტური კინო ასოციაცია