ახალი ამბები • 1745861590
თემურ ქათამაძეს კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი სასამათლოში უჩივის

ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშეს თემურ ქათამაძეს, კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი ნინო ნადირაძე სასამართლოში, სიტყვიერი შეურაცხყოფის მოტივით უჩივის. პროცესი 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული საქმისწარმოების ფარგლებში გაიმართება.
„ოფიციალურად კვების განახლების დოკუმენტი არ მაჩვენეს, არანაირი წინასწარი ინფორმაცია არ მომაწოდეს,“ – წერს თემურ ქათამაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში, მას შემდეგ რაც შიმშილობის შედეგად გონება დაკარგა და "ვივამედში" გადაიყვანეს. ამავე წერილში აღნიშნავს, რომ ექიმის აცილება მოითხოვა, რაც შეურაცხყოფად მიიღეს.
"იმ დღეს ინციდენტს თავიდან ბოლომდე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი და მიგრაციის დეპარტამენტის 3 პოლიციელი, გამოიძახეს პოლიცია. სინამდვილეში ეს არის ვივა მედის ადმინისტრაციის მიერ, მიზანმიმართულად დაგეგმილი და კლინიკის ხელმძღვანელობის მხრიდან პროვოცირებული ინციდენტი. ეს არის მათ მიერ დაგეგმილი ტყუილი და ასაჩივრებენ ცრუ ბრალდებით. მე პოლიციელებს მოვუყევი, რა როგორ მოხდა.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებიც მიერ ბათუმელი მედროშის მიმართ, ვივა მედის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული 48-საათიანი სპეცოპერაცია სამწუხაროდ, წარმატებით განხორციელდა და დასრულდა. სპეცოპერაციის მიზეზი და მიზანი, ქათამაძის განეიტრალებას ემსახურება“, - წერია თემურ ქათამაძის წერილში.
თემურ ქათამაძე ბათუმში 2025 წლის 11 იaნვარს პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ დააკავეს. მან 12 დღე იზოლატორში გაატარა, თუმცა მეორედ, იზოლატორიდან გამოსვლისთანავე დააკავეს.
პროტესტის ნიშნად თემურ ქათამაძე 48 დღე შიმშილობდა, ის კლინიკაში გონების დაკარგვის შემდეგ გადაიყვანეს.

1739131407