ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე პროცესი მიმდინარეობს

მზიას პროცესი

ბათუმის საქალაქო სასამართლოში "ბათუმელების"|"ნეტგაზეთის" დამფუძნებლის და დირექტორის მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. მის ინტერესებს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს.

სხდომას მზია ამაღლობელი ონლაინ რეჟიმში ესწრება.

ცნობისთვის, დღევანდელი სხდომიდან მოსამართლე მარიანა ფომაევამ დარბაზიდან რეპლიკის გამო გააძევა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენელი, გოჩა მჟავანაძე.

მზია ამაღლობელი 11 იანვარს, ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს – სტიკერის "გაიფიცე საქართველოვ" გაკვრისთვის. მისი პატიმრობის საფუძველი კი "ბათუმელების" ინფორმაციით, გაყალბებული ოქმი გახდა.  ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს.

მეტის ნახვა