ახალი ამბები • 1751633470
ყინულის ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში აღარ ჩატარდება
სპორტი
1651042519

2023 წლის ყინულის ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში აღარ ჩატარდება. გადაწყვეტილება ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის საბჭომ მიიღო.
გადაწყვეტილების მიზეზად საბჭომ „მოთამაშეების, ოფიციალურ პირების, მედიასაშუალებებისა და გულშემატკივრების უსაფრთხოებაზე ზრუნვა“ დაასახელა.
„საბჭო სერიოზულად შეშფოთებულია რუსეთში და რუსეთიდან მოთამაშეებისა და ოფიციალური პირების უსაფრთხო და თავისუფალი გადაადგილების საკითხით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მსოფლიო ჩემპიონატის ახალი მასპინძელი ქვეყანა ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის ყოველწლიურ კონგრესზე დასახელდება, რომელიც მაისის ბოლოს ფინეთში გაიმართება.
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სანკტ-პეტერბურგში 2023 წლის 5-21 მაისს უნდა ჩატარებულიყო.

გივი თარგამაძე დააკავეს
1751012220

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა