ახალი ამბები • 1675446001
ისრაელის წამყვანმა ბლოგერებმა და ჟურნალისტებმა აჭარაში იმოგზაურეს
ტურიზმი
1666947818
ისრაელის წამყვანმა ბლოგერებმა და ჟურნალისტებმა აჭარაში იმოგზაურეს. ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობებისა და ინფრასტრუქტურის მონახულების შემდეგ ჟურნალისტები მტირალას ეროვნულ პარკს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, გონიოს ციხეს, ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და ქედას სტუმრობდნენ.
შთაბეჭდილებები ბლოგერებმა მილიონობით გამომწერსა და მკითხველს გაუზიარეს. მომზადებული სტატიები და ბლოგები ებრაულ მედიაში ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
მედიატურის მონაწილეები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით სტუმრობდნენ. ისრაელი აჭარისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა, საიდანაც ტურისტებისა და ფრენების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია.

ბათუმში, გარდაცვლილი ქალი იპოვეს
1675317554

ბათუმში, დაუსრულებელ კორპუსში ხანძარია
1675185991

ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
1675164609

შემზარავი შემთხვევა ბათუმში - ძაღლს ყელი...
1674479274

დაიღუპა 5 ადამიანი, ხოლო დაჭრილია 5 პირი...
1674194525
მეტის ნახვა