ახალი ამბები • 1746614340
1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თარიღს საქართველო უკვე 30 წელზე მეტია ტრადიციულად უერთდება. ამ დღეს ადამიანები ერთიანდებიან, რათა გლობალური სოლიდარობა და თანადგომა გამოხატონ აივ/შიდსით მცხოვრები ადამიანების მიმართ.
აივ პანდემიის დამარცხების მთავარი გზა პაციენტის ადრეულ დიაგნოსტიკაზე, ეფექტურ მკურნალობაზე, ეპიდზედამხედველობასა და ორევენციაზეა დამოკიდებული.
ისევე როგორც ქვეყანაში, აივ-ინფექციის მკურნალობა სრულად უფასოა აჭარაშიც. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრი რამდენიმე პროგრამას ახორციელებს. მართალია, დაავადება სრულად არ იკურნება, თუმცა მკურნალობის შედეგად, ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში აღარაა.
შიდსის ძირითადი გადამდები გზებია დაუცველი სქესობრივი აქტი და ნარკოტიკების ინექციური მოხმარება.

1739131407