ახალი ამბები • 1756410394
ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
საზოგადოება
1746692286
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სარფის" ტერიტორიაზე, ბრალდებულის პირადი შემოწმების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ აღმოაჩინეს. პოლიციამ ვ.კ. ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს", - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა




















