2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა - თარიღთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა მშობლებთან და პროგრამების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.

უწყება რეაბილიტაციის პროგრამას 2018 წლიდან ახორციელებს, რაც 2-დან 15 წლამდე ასაკის ჩათვლით, განვითარების დარღვევების იდენტიფიცირებას და ადაპტაციური ფუნქციონირების დონის შეფასებას ითვალისწინებს.

ხოლო, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამის ფარგლებში, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული 2-დან 7 წლამდე ასაკის მოზარდებს, საჭიროების შემთხვევაში უტარდებათ შემდეგი პროგრამული მომსახურება: ბავშვთა ფსიქიატრის კონსულტაცია აუტიზმის სკრინინგული შეფასებით, შემდეგი საჭიროების შემთხვევაში, კი ADOS ტესტი.

მეტის ნახვა