60-მდე კოტეჯი მდინარის კალაპოტში და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის უცვლელი დუმილი

60-მდე კოტეჯი მდინარის კალაპოტში და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის უცვლელი დუმილი. სოფელ ორთაბათუში მცხოვრებლები შიშის ქვეშ ცხოვრობენ. საფრთხეს რეალურად მათთან ერთად გეოლოგებიც აღიქვამენ. ყოროლისწყლის კალაპოტში კოტეჯების არსებობას აპროტესტებს ოპოზიციაც და პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს, თუ როგორ მოხდა ადგილის გასხვისება უცხოელებზე ისე, რომ რისკები არ იქნა გათვალისწინებული. ტერიტორია გასული წლის ოქტომბერში მოვარდნილმა ღვარცოფმა დატბორა, მაშინ მესაკუთრე ირწმუნებობა, რომ სამომავლო რისკები დაზღვეულია და დამცავი კედელი აშენებოდა. დაპირებიდან თითქმის ერთი წლის თავზე პირობა შეუსრულებელია.

მეტის ნახვა