ახალი ამბები • 1756410394
პარაშუტის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული კაცი კლინიკიდან გაეწერა
საზოგადოება
1720200486
ბათუმში პარაშუტის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული კაცი კლინიკიდან გაწერეს. იგი საავადმყოფოში სტაბილურ მდგომარეობაში მიიყვანეს. მედიკოსის განცხადებით, პაციენტს შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 4 ივლისს ბათუმში პარაშუტი ჩამოვარდა, რომელზეც ტურისტი ცოლ-ქმარი იმყოფებოდნენ. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო კაცი კლინიკაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც წყლის ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა