ახალი ამბები • 1752592983
როდის დაეხმარება აჭარის მთავრობა ე.წ ოცნების ქალაქში ხანძრის შედეგად დაზარალებულებს
საზოგადოება
1720201075

როდის დაეხმარება აჭარის მთავრობა ე.წ ოცნების ქალაქში ხანძრის შედეგად დაზარალებულებს, ჯერ ჯერობით უცნობია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სარეზერვო ფონდიდან ფინანსური დახმარება, ჯამში 13 ათასი ლარი გამოიყოფა.
მუყაოს ქალაქში ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა პროტესტი 2 დღის წინ გამოხატეს. ისინი აცხადებენ, რომ სახელმწიფოს დაპირება ფუჭი აღმოჩნდა, რადგან არავის მოუკითხავს, სად ათევენ ისინი ღამეს. ხანძრის შედეგად ოცნების ქალაქში, 28 ივნისს ხუთი სახლი სრულად, ხოლო 4 ნაწილობრივ - დაიწვა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა