არასამთავრობოების მიმართვა

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას NGO-ები ავრცელებენ. დოკუმენტს ხელს 23 არასამთავრობო აწერს. ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზა საფრთხეშია, რასაც ადასტურებს ევროკავშირისა და მისი წევრი-სახელმწიფოების მაღალი თანამდებობის პირთა მიერ გაკეთებული განცხადებები. მესამე სექტორი წერს, რომ პასუხისმგებლობა პროცესზე სრულად ეკისრება ჩვენს ხელისუფლებას. NGO-ები მოუწოდებენ მთავრობას გაიწვიოს რუსული კანონი და სხვა საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს და ღირებულებებ, ასევე არ აღუდგეს წინ საქართველოს მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობის ნებას, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და  შეასრულოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი.

მეტის ნახვა