ახალი ამბები • 1747046220
აჭარის მთავრობამ ტყის მდგრადი მართვის პროექტი დაიწყო
საზოგადოება
1679558767
აჭარის მთავრობის წარმომადგენლები გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის, ჰესენის მიწის სატყეო სააგენტოს და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მხარეებმა რეგიონში ტყის მდგრადი მართვის პროექტის განხორციელების დეტალები განიხილეს.
პროექტი აჭარის სატყეო სააგენტოს მხარდაჭერას და ტყით მდგრადი სარგებლობის თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას ისახავს მიზნად. ბიუჯეტი რვა მილიონამდე ევროს შეადგენს.
ინფორმაცია ვიდეო მასალასთან ერთად, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციამ მოგვაწოდა.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა