ახალი ამბები • 1746614340
ბათუმი და ხელვაჩაური გაზის გარეშეა - როდის აღდგება მიწოდება | კომპანიის პასუხი
საზოგადოება
1696353127

ბათუმისა და ხელვაჩაურის ქუჩების დიდ ნაწილს ბუნებრივი აირი შეუწყდება. გაზის მიწოდება არაგეგმიურად, ძლიერი წვიმით გამოწვეული ავარიული დაზიანების გამო იზღუდება.
ინფორმაცია კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას" დირექტორმა დაგვიდასტურა. ვახტანგ ბერიშვილის თქმით, ბუნებრივი აირის მიწოდება, სავარაუდოდ, 6 ოქტომბრიდან აღდგება.
"თუ კი მდინარეების კალაპოტი მოგვცემს საშუალებას, რომ მივიდეთ მილებამდე, მაშინ დავიწყებთ მუშაობას. ზუსტად არ ვიცით როდის აღდგება. სავარაუდოდ, 3 დღეში დავიწყებთ მიწოდებას", - გვითხრა ბერიშვილმა.
კომპანიის დირექტორის თქმითვე, ბუნებრივი აირის გარეშეა ქობულეთის 3 დასახლებაც - ჩაქვი, ჩაისუბანი და ხალა.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა