ახალი ამბები • 1747046220
ბათუმის #1 საჯარო სკოლაში მოწამლულ მოსწავლეთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა - ბოლო ინფორმაცია დაწესებულებიდან
საზოგადოება
1679921303
ინციდენტი ბათუმის #1 საჯარო სკოლაში. 20-მდე მოსწავლე სამედიცინო დაწესებულებებშია გადაყვანილი. კლინიკაში არიან, ასევე, ერთი პედაგოგი და მანდატური. წინასწარი ინფორმაციით, მოსწავლეებმა კლასში წიწაკის სპრეი გაუშვეს. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ინტოქსიკაციის საფუძველზე, მოსწავლეებს ხველა და თავის ტკივილი დაეწყოთ.
როგორ აღმოჩნდა წიწაკის სპრეი სკოლაში და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მომხდარზე, ან რა გახდა მოწამვლის მიზეზი, ეს პოლიციამ უნდა დაადგინოს. სკოლის დირექციასა და განათლების რესურსცენტრში აცხადებენ, რომ ოფიციალურ განმარტებას მას შემდეგ გააკეთებენ, როცა პოლიცია მოკვლევას დაასრულებს.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა