ახალი ამბები • 1746614340
ბათუმის ნაძვის ხის ანთების ცერემონიას თორნიკე რიჟვაძე არ ესწრებოდა
საზოგადოება
1672046595
ბათუმის ნაძვის ხე, რომელსაც საზოგადოების მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა, გუშინ, საზეიმოდ აინთო. ცერემონიას, წინა წლებისგან განსხვავებით, თორნიკე რიჟვაძე არ ესწრებოდა. ღონისძიების ფოტოები არც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განთავსებულა.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის მერიის გვერდზე, მილიონ ლარად შეძენილი ნაძვის ხის, მხოლოდ, ზედხედიდან და შორი მანძილიდან გადაღებული ფოტოები განთავსდა. ასევე, ვიდეო კლიპში, რომელიც 2023 წლისთვის მორთულ ბათუმს ასახავს, ნაძვის ხის არცერთი ახლო რაკურსია და ქალაქის მთავარი საახალწლო ატრიბუტის კადრი ორი წამითაც კი არაა ნაჩვენები.
შეგახსენებთ, ნაძვის ხე და საახალწლო განათებები, ბათუმის მერიამ, წელსაც, უკონკურენტოდ „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ კომპანიას, „აჭარგანათებას“ანდო.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა