ახალი ამბები • 1746614340
ბათუმში, 12-ზე მეტ ქუჩას წყლის მიწოდება საღამომდე შეუწყდება - მისამართები
საზოგადოება
1696317114

ბათუმში, 12-ზე მეტ ქუჩას წყლის მიწოდება საღამომდე შეუწყდება. ინფორმაციას "ბათუმის წყალი" სოციალურ ქსელში ავრცელებს. კომპანიის ცნობით, მიზეზი უხვი ნალექის შედეგად, სათავიდან წყალმომარაგების შეზღუდვა გახდა.
"უხვი ნალექის შედეგად, სათავიდან წყალმომარაგების შეზღუდვის გამო, დღეს, 3 ოქტომბერს 09:00 საათიდან - 20:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეეზღუდებათ განთიადში, ფრიდონ ხალვაშის გამზირსა და ჩიხებში, ბენზეში, ბარცხანაში, ჩაისუბანსა და ორთაბათუმში, გარადოკში, აღმაშენებელზე, ანგისასა და ჰელიმიშზე, მახინჯაურსა და აეროპორტის გზატკეცილზე მცხოვრებ აბონენტებს", - წერია ინფორმაციაში.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა