ბათუმში, აეროპორტის დასახლებას ახალი სკვერი შეემატა

აეროპორტის დასახლებას ახალი სკვერი შეემატა. რეკრეაციული სივრცე ანწუხელიძისა და ადლიის ქუჩების კვეთაში მოეწყო. ტერიტორიაზე დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები,  ტრენაჟორები და გარეგანათების სისტემა. განთავსდა საპარკო ინვენტარი. დასასრულს უახლოვდება ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქის მასშტაბით სკვერებში, წრიულებსა და გზაგამყოფებში ერთი მილიონი სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილი დაირგო.

ინფორმაცია ვიდეომასალასთან ერთად უწყების პრესცენტრმა მოგვაწოდა.

მეტის ნახვა