ბათუმში, ნურისა და არდაგანის ტბებზე ზედაპირული და წყალქვეშა გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა

ბათუმში, ნურისა და არდაგანის ტბებზე ზედაპირული და წყალქვეშა გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა. მათი მოვლა-პატრონობა "ბათუმის წყლის" დაქვემდებარებაშია. ორივე ტბა ბუნებრივია და პერიოდულად გაწმენდას საჭიროებენ. ,,ნურის ტბა’’ წყალ-მცენარეებისაგან იწმინდება.

რაც შეეხება არდაგანის ტბას, მას სპეციალისტები სპეცტექნიკის მეშვეობით შლამისაგან, ნარჩენებისა და წყალმცენარეებისაგან ყოველდღიურად ათავისუფლებენ. გეგმური მონიტორინგის მიზნით, ტბებზე, წყლის ხარისხის სინჯების აღებაც განხორციელდა.

მეტის ნახვა