ბათუმში, საკურა აყვავდა

ბათუმის ბულვარის იაპონურ ბაღში საკურა აყვავდა. იაპონური ალუბლის ყვავილობა მარტში იწყება და აპრილის ბოლომდე გრძელდება. 

საკურა იაპონიისა და იაპონური კულტურის სიმბოლოდაა მიჩნეული. მისი ყვავილობის ულამაზესი ხედების სანახავად, იაპონიაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ყოველწლიურად, მილიონობით ტურისტი ჩადის.

იაპონური ნაციონალური ყვავილის ყვავილობა ერთგვარი რიტუალია იაპონიაში, რომელსაც „ჰანამი“ ჰქვია. ჰანამი - მრავალსაუკუნოვანი ტრადიციაა იაპონიაში, რაც, მოყვავილე საკურების ქვეშ ჯდომას და ყვავილების ცქერით ტკბობას ნიშნავს.

იაპონიაში, საკურას ყვავილობას აიგივებენ სიცოცხლესთან და თვლიან, რომ სიცოცხლეც ისეთივე ხანმოკლე და ულამაზესია, როგორც საკურას ყვავილობა, აქედან გამომდინარე, გასაკვირიც არ არის, თუ რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი უძველესი ტრადიცია მათთვის.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზღვისპირა ბაღს ყოველწლიურად ემატება იაპონური ალუბლის ახალ-ახალი ნერგები. დღეის მდგომარეობით, ბულვარის მწვანე საფარს 50-მდე ძირი საკურა ამშვენებს.

ცნობისთვის, იაპონური ალუბლის სკვერი 2014 წელს გაშენდა.

მეტის ნახვა