ახალი ამბები • 1769693544
ნიკა გვარამია პატიმრობაში გაუშვეს
პოლიტიკა
1749813840
ნიკა გვარამია პატიმრობაში გაუშვეს. ციხესთან თავისი ფეხით მისულ პოლიტიკოსს ბორკილები დაადეს.
გვარამიას წინასწარი პატიმრობა წულუკიანის კომისიაზე მიუსვლელობის გამო შეუფარდეს. კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ციხეში თავისი ფეხით მივიდა და 112-შიც თავად დარეკა.
"ახლა გამოიტანეს ჩემი დაპატიმრების გადაწყვეტილება და ვარ რუსთავის ციხესთან" - უთხრა 112-ის ოპერატორს გვარამიამ.
დღეს, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ნიკა გვარამიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პატიმრობაში არიან ირაკლი ოქრუაშვილი, ნიკა მელია და ზურაბ ჯაფარიძე.
მეტის ნახვა






















