ახალი ამბები • 1763483982
ნიკა გვარამია ციხესთან თავისი ფეხით მივიდა
პოლიტიკა
1749806024
ნიკა გვარამია, რომელსაც წულუკიანის კომისიაზე მიუსვლელობის გამო წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, ციხეში თავისი ფეხით მივიდა და შესახლებას ელოდება.
კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა 112-ში თავად დარეკა.
"ახლა გამოიტანეს ჩემი დაპატიმრების გადაწყვეტილება და ვარ რუსთავის ციხესთან" - უთხრა 112-ის ოპერატორს გვარამიამ.
დღეს, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ნიკა გვარამიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პატიმრობაში არიან ირაკლი ოქრუაშვილი, ნიკა მელია და ზურაბ ჯაფარიძე.
ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა





















