ახალი ამბები • 1769693544
ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმის განხილვა მიმდინარეობს
პოლიტიკა
1750147221
სასამართლოში ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმის განხილვა მიმდინარეობს. კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს წულუკიანის კომისიაზე მიუსვლელობისთვის ასამართლებენ. პროცესს, რომელზეც შესაძლოა განაჩენი გამოცხადდეს, თავად ზურაბ ჯაფარიძე არ ესწრება.
ზურაბ ჯაფარიძემ სხდომის დაწყებამდე ტელეფონით დააფიქსირა პოზიცია, რომ არც სასამართლოს ენდობა და არც მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, თავდაპირველად, აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. 22 მაისს კი გირაო პატიმრობით შეუცვალეს და ჯაფარიძე სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს. პოლიტიკოსს წლამდე პატიმრობა ან არასაპატიმრო სასჯელი ემუქრება.
მეტის ნახვა






















