სად შეიზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება აჭარაში | მისამართები ცნობილია

შუქი

გეგმიური სარეაბილიტაციო  სამუშაოების  გამო, 18 ივნისს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება  „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ბათუმში -11:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: ზ.გორგილაძის.ჯავახიშვილის,წერეთლისა და მიმდებარე ქუჩებს.ასევე ანგისის დასახლებასა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.

ხელვაჩაურში -10:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ქედქედს,ჩხუტუნეთს,ახალშენსა და მიმდებარე სოფლებს.ასევე მეჯინისწყლისა და დაბა ხელვაჩაურის დასახლებების ნაწილს.

ქობულეთში -11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ალამბარს,მუხაესტატეს,ხუცუბანსა და მიმდებარე სოფლებს.ასევე დაბა ჩაქვის ნაწილს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე,  ჩვეულ რეჟიმში.

მეტის ნახვა