ახალი ამბები • 1749795120
“საქართველოში ოთხშაბათს გამოიდარებს” | მეტეოროლოგი

დღეს, დღის მეორე ნახევრიდან და ხვალ (16-17 ივნისი) დასავლეთში ყველგან და აღმოსავლეთში ზოგან, მოსალოდნელია კვლავ ხანმოკლე წვიმა და ელჭექი- მიმდინარე კვირის ამინდს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე პროგნოზირებს. მეტეოროლოგის თქმით, გამოიდარებს ოთხშაბათს.
"გასული დღეები საქართველოში არასტაბილური და გრილი ამინდით გამოირჩეოდა, ტემპერატურამ +30, +35 გრადუსიდან მნიშვნელოვნად დაიკლო და შუადღისთვის +25 გრადუსს არ აღწევდა, კონვექციური ღრუბლიანობა დომინირებდა და მზიან ფანჯრებს კოკისპირული წვიმა ენაცვლებოდა.
დღეს, დღის მეორე ნახევრიდან და ხვალ (16-17 ივნისი) დასავლეთში ყველგან და აღმოსავლეთში ზოგან მოსალოდნელია კვლავ ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა, ელჭექის დროს კი ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
საქართველოში ოთხშაბათს - დღისით გამოიდარებს და მზიანი ამინდია მოსალოდნელი კვირის ბოლომდე"-წერს მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე ფარტენაძე.

1749645219

1739131407