ახალი ამბები • 1746614340
ბათუმში, სტიქიის შედეგად დაზიანებული სანაპიროს გაწმენდითი და სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
საზოგადოება
1701348591
ბათუმში, სტიქიის შედეგად დაზიანებული სანაპიროს გაწმენდითი და სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ინერტული მასით დაბინძურებულ ტერიტორიებს უკვე მეორე დღეა სხვადასხვა მუნიციპალური სამსახურის პერსონალი ასუფთავებს.
დაზიანებულია საპლაჟო ინფრასტრუქტურა, სასეირნო და ველო ბილიკები, მწვანე ზოლი და მოიჯარეების ობიექტები. ძლიერი შტორმისა და უამინდობის შედეგად მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით მოსახლეობის მხრიდან მერიაში 10-მდე შეტყობინება შევიდა, რომელთაგან უმრავლესობა ქარის შედეგად სახურავის გადახდას ეხებოდა.
უწყების ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის აღდგენა გონივრულ ვადებში განხორციელდება.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა