ბრძოლა ევროპული მომავლისთვის | მოსწავლეები ბათუმში აქციას მართავენ

მოსწავლეები

"სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი", ქვეყანაში არსებული ვითარების გამო ვწყვეტ სწავლას და ვიფიცებით", ჩვენ ვირჩევთ ევროპას"- ევროპის მოედანზე ბათუმის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები იკრიბებიან და აქციას მართავენ.

როგორც მოსწავლეები აცხადებენ, მათთვის მიუღებელია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, რაც ეწინააღმდეგება ქართველი ერის ნებას, სურვილსა და ნათელ მომავალს.

მათივე განცხადებით, არ დაესწრებიან საგაკვეთილო პროცესს და არ დაბრუნდებიან სკოლებში მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება ქართველი ხალხის მოთხოვნა.

„მოსწავლეთა ევროპული გაერთიანების“ ცნობით, პროტესტს უერთდებიან შემდეგი სკოლების მოსწავლეები:

ქალაქ ბათუმის №1 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის №2 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის №3 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის №4 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის №6 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის №7 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის №8 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის №9 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის №10 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის №13 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის №14 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის №16 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის №18 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა;
ქალაქ ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია;
ქალაქ ბათუმის სკოლა-ლიცეუმ „მასტერკლასი“;
ქალაქ ბათუმის კავკასიის ბიზნეს სკოლა;
ქალაქ ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“;
ქალაქ ბათუმის სკოლა „ევრო – 2000“.

 

[სია განახლებადია]

მეტის ნახვა