გაუმართავი და მკვლელი ლიფტები ბათუმში

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში მშენებლობების ბუმია და ახალაშენებული კორპუსების რაოდენობა სოკოებივით იზრდება, კეთილსინდისიერი მენაშენეები საკმაოდ დიდი ფუფუნებაა. ობიექტების დიდი ნაწილი ან დაუსრულებელია, ან მერიას არ აქვს ჩაბარებული, ან კეთილმოწყობილი არ არის, ან უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული. თუმცა, იქ ოჯახები ხშირ შემთხვევაში უკვე ცხოვრობენ, ხშირად სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში, დიდი რისკის ფასად. რისკის ფასად ახორციელებენ სამუშაოებს იქ დასაქმებულები და ისინი, ვინც ბინების კეთილმოწყობაზე არიან პასუხისმგებლები. გუშინ ფატალური შემთხვევა ანგისის ქუჩაზე ერთ-ერთ ახალაშენებულ კორპუსში მოხდა. სატვირთო-სამშენებლო ლიფტის შახტაში 55 წლის კაცი ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა. თენგო ზენაიშვილი ერთ-ერთ ბინაში ელექტროგაყვანილობაზე მუშაობდა. რამ გამოიწვია ტრაგედია და რამდენად უსაფრთხოა ბათუმში ლიფტით სარგებლობა?

მეტის ნახვა