როდის მიიღებენ მოსამართლეები გადაწყვეტილებას აგენტების კანონთან დაკავშირებით?

საკონსტიტუციო სასამართლო

როდის მიიღებენ მოსამართლეები გადაწყვეტილებას აგენტების კანონთან დაკავშირებით? კითხვაზე კონკრეტული პასუხი ამ დრომდე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სარჩელის განხილვა განმწესრიგებელ სხდომაზე 31 აგვისტოს დაასრულა, 18 დღის შემდეგ პრესცენტრში გვეუბნებიან, რომ ჯერ კიდევ სამუშაო პროცესია. მართლმსაჯულების განმახორციელებელ ორგანოს შეუძლია, კანონის მოქმედება შეაჩეროს, ვიდრე საბოლოო გადაწყეტილება იქნება მიღებული. შეგახსენებთ, აგენტების კანონი საქართველოში 3 ივნისიდან მოქმედებს.  ის გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს აგენტების იარლიყს აკრავს. დოკუმენტის ინიცირების დღიდან ქვეყანაში მასშტაბური აქციები მიმდინარეობდა და დღემდე, მას პროტესტს უცხადებს ენჯეობისა და მედიაორგანიზაციებს უდიდესი ნაწილი, რომლებიც აგენტების რეესტრში არ რეგისტრირდებიან. მსგავსმა კანონმა რუსეთში სრულად გააქრო მესამე სექტორი და დამოუკიდებელი მედია. 

მეტის ნახვა