ელჩი: ქმედებები, რომლებიც მეტად იზოლირებას ახდენს დასავლეთისგან, არაა ქართველების ინტერესში

დანიგანი

აშშ-ის ელჩი საქართველოში ირაკლი კობახიძის მუქარასა და შანტაჟს პასუხობს. რობინ დანიგანი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ნაბიჯები და დეზინფორმაცია ქართველ ხალხს არ ეხმარება. მისივე თქმით, მსგავსი ტიპის ქმედებები და განცხადებები "იზოლაციაში აქცევს საქართველოს", რაც არ უწყობს ხელს ევროპასთან დაახლოების მიზანს.  სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სანქციების შემდეგ, გუშინ, 17 სექტემბერს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა. კობახიძემ ელჩს უთხრა, რომ "აშშ კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა" და "კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ქართულ ამერიკული ურთიერთობების თვისებრივი გადახედვით" დაიმუქრა. 

მეტის ნახვა