შედგება თუ არა გახარია-ხაზარაძის გაერთიანება?

გახარია ხაზარაძე

შედგება თუ არა გახარია-ხაზარაძის გაერთიანება?  ცნობილი ხდება, რომ  პროცესი ჯერ-ჯერობით ჩიხშია. როგორც მოლაპარაკებების შემდეგ ორმა პოლიტიკოსმა განაცხადა, შესაძლო გაერთიანების თაობაზე შეთანხმება მიღწეული არაა და კონსულტაციები კვლავ გაგრძელდება. გიორგი გახარიას თქმით, მამუკა ხაზარაძე თავის გუნდთან შეთანხმებას ვერ ახერხებს.  ხაზარაძე კი აცხადებს, რომ ექსპრემიერის პარტიასთან გაერთიანების წინააღმდეგი არავინაა და კონსულტაციები გაგრძელდება. შეგახსენებთ,ორი ძალის გაერთიანებას მხარს პრეზიდენტი უჭერს, სწორედ სალომე ზურაბიშვილის შუამდგომლობით დაიწყო მოლაპარაკებები მათ შორის

მეტის ნახვა