„გზა ევროპული მომავლისკენ“ – ფორუმი ბათუმში

„გზა ევროპული მომავლისკენ“ – ბათუმში ამ სახელწოდებით ფორუმი მიმდინარეობს. მასში მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სამოქალაქო განათლების პედაგოგები, მცირე მეწარმეები და მუსლიმი თეოლოგები მონაწილეობენ. ღონისძიების პირველ დღეს მოწვეულმა ექსპერტებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, ძირითად ეტაპებზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე. ასევე განიხილეს ევროკავშირის წევრობის მნიშვნელობა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დადებითი მხარეები. ფორუმი ხვალ დასრულდება. იგი სამოქალაქო საზოგადოების ფონდის მხარდაჭერითა და  ორგანიზაცია მწვანე სექტორის ორგანიზებით მიმდინარეობს. 

მეტის ნახვა